Digest Logo

„ფიროსმანის მსგავსად, ფოტოებს ყველას უფასოდ უღებდა და მთელი ქუთაისის სიყვარული მოიპოვა...“ - რას წერს გიორგი ნოკოლავა

1773326165
გიორგი ნიკოლავა

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი ებრაელის, ილო ხახიაშვილის შესახებ წერს და მისი ძეგლის ფოტოს აქვეყნებს:

„ქართველი ებრაელი ილო ხახიაშვილი 1935 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. მწირი ბიოგრაფიული მონაცემებიდან ისაა ცნობილი, რომ ებრაელთან მუშაობდა შეგირდად, შემდეგ ჯარში წავიდა, დაბრუნების შემდეგ კი, 1950 წლებში ფოტოგრაფობა დაიწყო და შეუცვლელი ადგილი დაიკავა ქუთაისის საზოგადოებაში. იმ დროს თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი, მათ შორის ცნობილი პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები დიდი სიამოვნებით სტუმრობდნენ რუსთაველის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეასთან მდებარე ილოს პატარა სტუდია/ხუხულას, რომელიც ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა.

საინტერესოა, რომ ილო სიცოცხლის ბოლომდე იმ ძველი აპარატით მუშაობდა, რომელზედაც თავად ისწავლა ფოტოგრაფობა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ნამდვილი შედევრები შეექმნა. ძირითად პორტრეტებს იღებდა. მის მიერ შექმნილი ფოტოები თითქმის ყველა ქუთაისელის საოჯახო ალბომში დევს და გამოირჩევა მხატვრული ღირებულებით. ილო ძალიან დიდხანს ურჩევდა კლიენტს შესაბამის პოზას, ათასჯერ გაასწორებინებდა სახეს, გადაადგილებდა განათებას და ა.შ. რასაც ხშირად წყობიდან გამოჰყავდა კლიენტები, მაგრამ საბოლოო შედეგი იმდენად კარგი იყო, რომ ყველა მაინც მოთმინებით იტანდა მის ასეთ ქცევას.

საბოლოოდ, იმ დროის ფოტოგრაფებისგან ძალიან განსხვავებულ შედეგებს იღებდა.

ფიროსმანის მსგავსად, ფოტოებს ყველას უფასოდ უღებდა და მთელი ქუთაისის სიყვარული მოიპოვა. ამბობენ, მუდამ იღიმოდაო. ქუთაისიდან 90-იან წლებში ებრაელები ისრაელში წავიდნენ, მაგრამ ილო ფოტოგრაფი ქუთაისს ვერ შეელია. მადლიერმა მოსახლეობამ მას უდიდესი სიყვარულის ნიშნად ძეგლი დაუდგა.

„ის ყოველთვის სხვას უღებდა სურათს, მას კი სრულყოფილად თითქმის ვერავინ ხატავდა... ძნელია, აღიქვა ასეთი უბრალო და, ამავე დროს, დიდი ადამიანი“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არასოდეს გამოიყენოთ მსგავსი ტაფა!“ - არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს

⭕„დღეს შენ ხარ გაზაფხულის ენერგია, შენი ოპტიმიზმი მაგნიტურია“ - 12 მარტის კოსმოსური ამბები

⭕აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია აქტუალურ კითხვაზე პასუხობს