ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ:
„ჩემო საამაყო ბიძიკო ასე გეძახდი. რომ დაგირეკე მე კარგად ვარ ქეთუსია არ ინერვიულოთო მითხარი ახლა კი ეს საშინელი ამბავი გავიგე გული გამეგლიჯა ბიძი
ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი
ყოველთვის იქნები ჩემს გულში ჩემო თბილო ბიძი“, - წერს სოციალურ ქსელში ახლობელი.
ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად 1971 წლიდან მუშაობდა. იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი.
1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. იყო საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ასევე იგი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).
ბადრი ვადაჭკორია იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა უნდა ვიცოდეთ „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასარიდებლად
⭕ ყინული სასმელში: სასარგებლოა თუ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს? - ექიმების განმარტება