Digest Logo

„ჩემი ცხოვრების მზის სხივი, ბედნიერი იყავი“ - ნანა ლორთქიფანიძე იუბილარია

1770750013
ნანა ლორთქიფანიძე

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანა ლორთქიფანიძე იუბილარია. 

იგი 64 წლის გახდა. 

მსახიობს დაბადების დღე შვილმა, ასევე მსახიობმა ქეთი წიქვაძემ სოციალურ ქსელში მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:

„ჩემი ცხოვრების მზის სხივი. 

დედუნ, ბედნიერი იყავი ჩვენთან ერთად“, - წერს ქეთი წიქვაძე. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნანა ლორთქიფანიძე კიდევ ერთი შვილიშვილის ბებია გახდა:

„ჩემმა ქალიშვილმა 46 წლის ასაკში გამხადა ბებია, რისთვისაც მადლობელი ვარ. ჩემი დანაშაულია, ერთ შვილზე მეტი რომ არ გავაჩინე და ჩემი ეს დანაშაული ქეთიმ გამოასწორა. მან მაქსიმუმი გააკეთა და სამი შვილიშვილი აჩუქა. სამივე ძალიან კარგები, თბილები და საყვარლები არიან. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი – 14-ის, რეზი კი ჯერ პატარაა“, - ამბობდა ნანა ლორთქიფანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ილუზიის ლუციფერული ძალები ოსტატურად უბნევენ ადამიანს თავგზას და არწმუნებენ მას, რომ სიკეთე არ არსებობს“ - რას წერს რუსუდან კვირიკაშვილი

„ღმერთის შეწევნით ქმედებას წინ ეღობება ჩვენივე ვნებები...“ - რას წერს ჰოლისტიკური მენტორი თეა ჯაფარიძე

„ორივე იღუპებით, ფარული ლიკვიდაცია და ფარული თვითლიკვიდაცია“ - ლევან მათითაშვილი დამოკიდებულებაზე