ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„თავისუფალი აზრი“ არაფერს ნიშნავს, თუ ის არ არის გონივრული აზრიც.
„გაკეთებული საქმე“ არაფერს ნიშნავს, თუ ის არ არის სიკეთისთვის სასარგებლო საქმეც.
„სამშობლოს სიყვარული“ არაფერს ნიშნავს, თუ სწორედ საკუთარ ქვეყანაში არ ეძებ და ქმნი შენს ბედნიერებას.
„ხმალი“ არაფერს ნიშნავს, თუ მის გვერდით ნათელი იდეა არ დგას.
რაც გინდა ლამაზი იყოს, მხოლოდ ყვავილს ნუ ხედავ - ფესვებიც დაინახე“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თუ მართლა გინდა გაიგო, თუ ვინ ხარ რეალურად, მაშინ...“ - რას გირჩევთ ლევან მათითაშვილი