Digest Logo

„თუ მართლა გინდა გაიგო, თუ ვინ ხარ რეალურად, მაშინ...“ - რას გირჩევთ ლევან მათითაშვილი

1770980601
ლევან მათითაშვილი

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

„შენ თუ მართლა გინდა გაიგო, თუ ვინ ხარ რეალურად, მაშინ დასაწყისისთვის მოგიწევს მოიხსნა ის, რაც შენს შესახებ მოიგონე.

ღრმა ბავშვობიდან შენ ძერწავ საკუთარი თავისთვის იმიჯს, სადაც მშობლების ყოველი სიტყვა, მასწავლებლების ყოველი შეფასება, გარშემომყოფების ყველა რეაქციები, ფენებად გიჯდება როგორც ნიღბები ერთიმეორეზე დაწყობილი და შენ მათ ეჩვევი, იცავ მათ, ასოცირებას ახდენ მათთან და დროთა განმავლობაში იწყებ დაჯერებას, რომ შენ ხარ ზუსტად ეგ კრებული, მაგრამ არასასიამოვნო სიმართლე, რომელსაც იშვიათად ამბობენ პირდაპირ არის, რომ რაც შენი საკუთარი თავის შესახებ იცი, ეგ არ ხარ შენ!

ეს არის კონსტრუქცია, ფსიქოლოგიური კრებული, ავტომატური პროგრამების კრებული, რომელიც არის ჩაწერილი ქვეცნობიერში ტკივილების დროს, შიშის, სტრესის და გარემოსთან ადაპტაციის აუცილებლობის გამო.

შენ დაგაქვს ძველი ჩანაწერი, რომელიც ოდესღაც დაგეხმარა გადარჩენისთვის, მაგრამ უკვე დიდი ხანია დაკარგა აქტუალურობა.

შენ თუ მართლა გინდა გაიგო რეალურად ვინ ხარ, მაშინ ნუღარ იმატებ მაგ ყველაფერს, არამედ სწორ გზაზე გადადი, რომელიც მოგიხსნის იმ ძველ ყველაფერს.

ის იარლიყები, ის დაჩვეული რეაქციები, მოსახსნელი გაქვს, ის ძველი იმიჯი, რომელსაც შენ იცავ მაშინაც კი, როდესაც გაყენებს ტკივილს მოსახსნელი გაქვს.

მაგ ყველაფრის მოხსნის შემდეგ იწყება კონტაქტის დამყარება საკუთარ რეალურ თავთან და გაიგებ ვინ ხარ შენ“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თავისებურ ბიძგს, „შეჯანჯღარებას“, მოძრაობასა და ცვლილებას იძლევა...“ - რა არ უნდა გააკეთო დაბნელების დერეფანში?

„როგორი გაჭირვებული ადამიანი არ მინახავს, მომაკვდავი, ავადმყოფი, მაგრამ უღმერთოზე გაჭირვებული არავინ“ - თეოდორე გიგნაძე

17 თებერვალს მზის დაბნელებაა - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება