Digest Logo

„გადავდგი ნაბიჯი...“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედასთან მიმოწერას ასაჯაროებს

1783005371
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან სასამართლო პროცესის შემდეგ, ამჯერად მუსიკალურ სამყაროში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.

უჩვეულოა, თუმცა ნეკამ სოციალურ ქსელში ყოფილ ქმართან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა. გარდა ამისა, იგი ცდილობს, ყოფილ დედამთილს დაუკავშირდეს. 

როგორც თავად აღნიშნავს, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედასთან გადადგმული ნაბიჯი მისი შვილის მომავლისთვისაა:

„ნატო, არ მინდა დაგაბნიო ჩემი ზარით. მინდა შენთან ლაპარაკი. ლუკასს უნდა შეგახვედრო. ჯერ მინდა ჩვენ ვილაპარაკოთ. მინდა იცოდე, რომ ლუკასი ისე გავზარდეთ, არ აქვს ცუდი ინფორმაციები. არ მინდა სტრესული იყო ბავშვისთვის რამე. ვფიქრობ, ლუკასს სჭირდებით სრულყოფილი მომავლისთვის. ლუკასს აქვს თქვენი ინტერესი და მინდა შეგახვედროთ.

მე არ მაქვს სურვილი ვისაუბრო ნეგატიურ თემებზე. საკმაოდ ბევრი დრო გავიდა და ორივემ მხარე შევცდით ბევრ რამეში. მე ჩემი ახალი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი ვარ. მინდა იცოდე, რომ ბავშვის სურვილიდან გამომდინარე გწერ. სხვა მე არ მაქვს რამე ინტერესი, რომ იმ ყველაფრის მერე შენთან მომეწერა, მაგრამ სიმართლე გითხრა, ნაწყენიც არ ვარ. მკიდია, მე რაც მოხდა დღეს. მთავარია, რომ ლუკასი იყოს მშვიდად. გადავწყვიტე მე გადავდგა ეს ნაბიჯი და შეგახვედრო შენს შვილიშვილთან და გაგაცნო ის.

მომწერე როცა იქნები ამისთვის მზად.

მე ღია მაქვს კარი შენთვის, დაგირეკავ.

ხან ფსიქოლოგი ჩავრთე ბავშვის და მამის ურთიერთობის აღსადგენად. ფსიქოლოგიც დაბლოკა ნიკამ, სამწუხაროდ. ხან ბავშვი დავაკონტაქტე ნიკას, ესაუბრებოდა მერე დაბლოკა ნიკამ.

მოკლედ გადავწყვიტე, მხოლოდ მე გავაკეთო ეს ყველაფერი და თუ არ გინდა, შენ ამას მე გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ეს თემა ქალებმა უნდა მოვაგვაროთ. შენც დედა ხარ და მეც დედა ვარ.

ვფიქრობ, ჩვენი ეგო გვერდით უნდა გადავდოთ. შენ არ მიმიღე როგორც შენი რძალი. ახლა უნდა მიიღო ის რეალობა, რომ მე ვარ ლუკასის დედა და აღარ ვარ შენი რძალი.

გამორთე ეგო და შეხედე რეალობას. ბავშვს სჭირდება მამა.

ნატო წავედი, გკოცნი. გელოდები, როცა იქნები მზად. მე არ მოვდივარ და არც ლუკასი სამტროდ. ლუკასი კარგი ბიჭია და ჭკვიანი ბიჭია, აინტერესებთ ყველა“, - წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. 

ასევე დაგაინტერესეთ:

ივლისის სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი ეკა კვარაცხელიასგან

„როგორც ქალი ყველაზე მეტად ვუყვარდი“ - ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი შერიგდნენ?

„ადამიანი სულ მცირე 7 სხეულისგან შედგება, მათგან მხოლოდ ფიზიკურ სხეულს აღიქვამს ხილულად“ - რას წერს რუსუდან კვირიკაშვილი