ეკონომისტი, მედიაექსპერტი ნოდარ სირბილაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც თავად წერს, აქტიურად მუშაობს კიდევ ერთი თაღლითური სქემა:
„გაფრთხილება ⛔️
კიდევ ერთი თაღლითური სქემა მოიქოქა და გთხოვთ, რომ გაავრცელოთ, რათა არავინ შეცდეს..
ვიღაც თაღლითები უკავშირდებიან ადამიანებს და აცნობენ თავს როგორც რომელიმე კომერციული ბანკის წარმომადგენელი (საქართველოს ბანკის, თიბისის უმეტესად).
შემდეგ მომხმარებელს ეუბნებიან, რომ თურმე მათ სახელზე ვიღაცამ აიღო ონლაინ სესხი და საჭიროა სწრაფად რეაგირება.
ამ დაპანიკებულ ხალხს ამისამართებენ ვითომ ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან.. მერე ვითომ ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ურეკავს ამ დაპანიკებულ მომხმარებელს და გარანტიას აძლევს, რომ ამ პრობლემას მოუგვარებს, თუმცა სანამ პრობლემას მოუგვარებს უგზავნის ვითომ კითხვარის ლინკებს, სადაც ეს მომხმარებელი უნდა გადავიდეს.
თუკი გადახვალ ამ ლინკებზე, ან/და თქვენს პერსონალურ მონაცემებს მისცემთ, სავარაუდოდ დაგიცარიელებენ ანგარიშს და წაგართმევენ ფულს!
იყავით ყურადღებით!❌“, - წერს ნოდარ სირბილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაზე იაფი და ჯანსაღი საკვები დედამიწაზე...“ - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს