ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე მორიგ საქველმოქმედო განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას შშმ ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად დახმარებას სთხოვს.
„გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ რა კახეთის რეგიონში, ბავშვთა ცენტრებში დაახლოებით 300-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. უმრავლესობა არის ობოლი, მინდობით აღზრდაში და მზრუნველობას მოკლებული, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და ლაპარაკი. არ იცით, უკლებლად ყველა როგორი უზომოდ თბილი და უზომოდ მოსიყვარულეა ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ამ ანგელოზი ბავშვების სანტა-კლაუსები, თოვლის პაპები და ჯადოქრები მოგმართავთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, კლასელებს, კურსელებს, ახლობლებს, ნაცნობებს, სულ ყველას რა.
ამ ბავშვებს, საახალწლოდ აუცილებლად საჩუქრები უნდა ჰქონდეთ და ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ბავშვი გავახაროთ მოგვეხმარეთ ვინც როგორ შეძლებთ რა გაგვივრცელეთ ეს ამბავი, ბავშვებისთვის ნაღდი სასწაული უნდა დავატრიალოთ.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით “, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეიდან იუპიტერი ვერძშია - საოცრად მაგარი ამბები შეგეძლება დაატრიალო“ - დავით ნიბლაძე
🔵„2023-ში გველოდება 4 დიდი ინგრესია - წლის მთავარი კოსმიური ამოცანა იქნება - „დიპლომატია!“ - გიორგი ლობჯანიძე