Digest Logo

„გახანგრძლივებული ავადობა, წონაში ცუდი მატება, განმეორებითი ბაქტერიული გართულებები...“ - როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ბავშვებში?

1776412222
ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს და ხსნის, რა არის იმუნიტეტი, როგორ გავაძლიეროთ ის ბავშვებში და რისი გაკეთება არ არის სასურველი.

მისი თქმით, ეს არის ორგანიზმის დაცვის რთული სისტემა, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვა საფრთხეებს:

✅რა არის იმუნიტეტი და როგორ გავაძლიეროთ ის? ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფრაზა თქვენგან მოსმენილი!

✅რა არის იმუნიტეტი?

იმუნიტეტი არ არის „ერთი ორგანო“ და არც „ერთი აბი“.

👉 ეს არის ორგანიზმის დაცვის რთული სისტემა, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვა საფრთხეებს და რაც მთავარია - ის სწავლობს! დიახ, ბავშვობის ასაკში იმუნიტეტი „წვრთნაშია“.

❗ ნამდვილად სუსტია იმუნიტეტია თუ ნორმა? ბავშვი, რომელიც:

✅წელიწადში 6–8-ჯერ ავადდება

✅დადის ბაღში/სკოლაში

✅ აქვს მსუბუქი ვირუსული ინფექციები.

👉 ეს ხშირად ნიშნავს არა სუსტ იმუნიტეტს, არამედ -მუშა, განვითარებად იმუნიტეტს.

როდის უნდა დავფიქრდეთ?

თუ ბავშვს აქვს❗️ძალიან ხშირი და მძიმე ინფექციები

❗️გახანგრძლივებული ავადობა

❗️ ცუდი წონაში მატება

❗️ განმეორებითი ბაქტერიული გართულებები, ანტიბაქტერიული თერაპიის ხშირი საჭიროება!!!

👉 ასეთ დროს საჭიროა ექიმის შეფასება.

‼️ როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი?

სიმართლე მარტივია - იმუნიტეტი არ ძლიერდება სასწაულებით, ის ძლიერდება ყოველდღიური სწორი ჩვევებით, მის გაძლიერებას ხელს უწყობს:

✅სრულფასოვანი კვება (ცილა, ვიტამინები, მინერალები)

✅ხარისხიანი ძილი

✅ ფიზიკური აქტივობა

✅სუფთა ჰაერი და მზის სხივი

✅სითხის საკმარისი მიღება

✅ ჰიგიენა (მაგრამ არა სტერილური გარემო!)

✅ვაქცინაცია - ძლიერი და უსაფრთხო დაცვა.

🚫 რისი გაკეთება არ არის სასურველი???

❌ „იმუნიტეტისასამაღლებელი დანამატების განუკითხავი მიღება

❌ თვითნებურად ვიტამინების მუდმივი გამოყენება

❌ ანტიბიოტიკოთერაპიის ხშირი გამოყენება

❌ ბავშვის „სტერილურ გარემოში“ გაზრდა.

👉 იმუნიტეტს სჭირდება შეხვედრა მიკრობებთან, რომ გაძლიერდეს.

❤️ ყველაზე მნიშვნელოვანია ის,რომ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობაც პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტის დაცვასთან.

✅მშვიდი გარემო

✅ მშობლის სიყვარული

✅ უსაფრთხოების შეგრძნება-ესეც „იმუნიტეტის ნაწილია“.

👉 ბავშვი, რომელიც ხშირად ავადობს -ყოველთვის სუსტი არ არის… ხშირად ის უბრალოდ სწავლობს ბრძოლას.

👉 იმუნიტეტი არ არის ის, რასაც ვყიდულობთ აფთიაქში - ეს არის ის, რასაც ვზრდით ყოველდღე. იმუნიტეტი არ იზრდება აბებით - ის იზრდება სიყვარულით, ჰაერით და თავისუფლებით ❤️🌈“, - წერს ინგა მამუჩიშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა ისევ ნაადრევია...“ - კობა ფარტენაძე მიმდინარე კვირის მეტეოროლოგიურ პროგნოზზე

„საქართველო, მოვდივარ! ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი თბილისში სოლო კონცერტს გამართავს

რას ველოდოთ 17 აპრილის ახალმთვარეობისგან - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ქეთი ოდიშელისგან