მსახიობი მარიამ როინიშვილი გამომწერებს რჩეულთან, მსახიობ ვახო კანდელაკთან ერთად გადაღებულ კადრებს უზიარებს.
კადრებში ჩანს, როგორ ატარებს წყვილი დროს ერთად.
„გახსოვს, რას ვუსმენდით?“, – ეკითხება სოციალურ ქსელში მარიამი ვახოს.
„ბოშა ქალოს?“ – პასუხობს ვახო კანდელაკი მარიამს.
ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს - „მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ…“