Digest Logo

„გამიხარდა, რომ ხელოვნებისკენ აიღე გეზი... მე მჯერა შენი“ - ცნობილების შვილები, რომლებიც წელს სტუდენტები გახდნენ

1661867584
ეკა ბესელია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, ვის მიენიჭა სტუდენტის წოდება და ვინ რომელ უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი.

მომღერალ ნინო ჩხეიძისა და გიორგი კორახაშვილის შვილი მარიამი სწავლას Webster -ის უნივერსიტეტში, მედია მართვის განხრით გააგრძელებს.

„ჩემი... წარმატებები დე“, - წერს ნინო ჩხეიძე.

ნინო ჩხეიძის მსგავსად სტუდენტის სტატუსი შვილს პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა  ეკა ბესელიამაც მიულოცა. როგორც პოსტიდან ხდება ცნობილი, ლიზა სწავლას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გააგრძელებს.

„თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ფაკულტეტი ხელოვნების ისტორია და თეორია. გილოცავ სტუდენტობას, ჩემო პრინცესა ლიზა. გამიხარდა, რომ ხელოვნებისკენ აიღე გეზი... მე მჯერა შენი და ვიცი, რომ ყველაფერს რაც კარგია, დიდებულია - შეძლებ“, - წერს ეკა ბესელია.

ასევე სტუდენტი გახდა მომღერალ ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილის შვილი მარიამ მამულაშვილი. ამის შესახებ მარიამმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. 

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ისწავლის და არჩევანი დაზგურ ფერწერაზე გააკეთა.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი.

NAEC-ის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ერაყში მოტყუებით წაიყვანა და შვილი წაართვა - 26 წლის მარიამი შველას ითხოვს

🎥 ვინ არის 40 წლის ქართველი ქალი, რომელიც ათენში ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„რამ გამოგაშტერა კი არა, რამ გამოგა@ლევათ ამხელა ხალხი, ია, ფუ... ორი გამორჩეული @ლექალა“ - ქართველი სელებრითების დაპირისპირება გრძელდება