ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება - ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.
იგი ხსნის, თუ რა არის „გამოღვიძება“ რეალურად და რა ემართება ამ გზაზე მიმავალ ადამიანს:
„შენთვის, ყველაზე ახლო ადამიანი არის ის, ვინც იცის შენი წარსული, სჯერა შენი მომავლის და ახლა გღებულობს ისეთად, როგორიც ხარ.
ეს ხარ შენ, შენივე თავისთვის, ამიტომ ეგ კარგად გაიაზრე და დაიწყე გამოღვიძება.
გამოღვიძება ნიშნავს ყველაფრის დაკარგვას, რასაც შენ თვლიდი რეალურად, ქრება ყველაფერი - რელიგია ქრება, განათლება ქრება, რაც გასწავლეს ყველაფერი იშლება, შენ ბრუნდები უკან, ნულდები და ნულიდან იწყებ ყველაფრის სწავლას.
შენ იწყებ სწავლას თავიდან, ვინ არის ღმერთი, ის ღმერთი კი არა შენ რომ მოგახვიეს თავზე, არამედ
ის, რომელიც შენს შიგნით ცხოვრობს.
შენ გებულობ, თუ ვინ ხარ სინამდვილეში, გებულობ თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო, მსოფლიო იწყებს შენთან საუბარს სხვადასხვა ნიშნებით - ციფრებით და განმეორებითი მოვლენებით.
მაგ მომენტიდან შენ წყვეტ სხვების წესებით ცხოვრებას, შენ იწყებ შენში არსებული ხმით ხელმძღვანელობას“, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: