2026 ცეცხლოვანი ცხენის წელი მნიშვნელოვან გარდაქმნებს გვპირდება. წლის ენერგია ადამიანებს თამამი გადაწყვეტილებების მიღების, ახალი გამოწვევების დაძლევისა და შეზღუდვებისგან გათავისუფლებისკენ უბიძგებს.
რა ზოგადი და კონკრეტული ტენდენციებია ცეცხლოვანი ცხენის წელიწადს - ამ თემაზე „ფორტუნას“ ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ესაუბრა:
„როგორია 2026? როგორი და ძალიან ტურბულენტური. არავის ცხოვრება არ დარჩება შეუცვლელი. ძალიან ენერგიული და აქტიური წელიწადი მოდის, თავდაყირა რომ დააყენებს ყველას ცხოვრებას. მზად უნდა ვიყოთ. ეს წელიწადი თებერვლიდან იწყება, თუმცა უკვე ჩანს შესაბამისი ენერგიები. ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი ძალიან იშვიათია. ყველაფერი მოდის მოძრაობაში, თან ძალიან რადიკალურად. ნუმეროლოგიურად, 2025 წელი 9-იანის, ანუ განდეგილის წელიწადია, აპათიურობის, გაურკვევლობის, შიშებისა და დეპრესიების. წინ რომ ვერ იხედები, არ იცი, რა იქნება, ეს მოლოდინები გაზარდა. მომდევნო წელიწადი მკვეთრად გამოაფხიზლებს ყველას. ყველაფერი, რაც 2025-ში იყო, დემოვერსია გახლდათ, განსაკუთრებით ის, რაც ხდებოდა გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე. კარგია, რომ გადახედოთ ამ პერიოდს. ეს ყველაფერი დიდი დოზით გამეორდება და მიიღებს ფორმას. ძალიან სწრაფად განვითარდება მოვლენები.
ზოგადად რომ ვთქვათ, ამ წლის ფავორიტები არიან მამაცი და თავზეხელაღებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ვა-ბანკზე წასვლა. ეს წელიწადი უკიდურესობებისაა, წონასწორობას ადვილად დაგაკარგვინებთ, ამიტომაც მის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ. ზედმეტად თავდაჯერებულიც არ უნდა იყო, ასეთ შემთხვევაშიც გადაიჩეხები. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ეყრდნობოდე. თითქოს არჩევანი არ ექნებათ ადამიანებს – ერთხელ რომ აირჩევენ, გადარჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. აღარ უნდა იფიქრონ სხვა არჩევანზე, რადგან უკან მიბრუნების საშუალება დაკარგულია. არც დრო იქნება ამისთვის. შუაშისტი ხალხის წელი არ არის. ვისაც სძინავს, არც მათი წელია. ძალიან ფხიზელი უნდა იყო ყველა გაგებით, ბიოლოგიურად და მენტალურადაც. თუმცა სიფხიზლე არ ნიშნავს კონტროლის სიყვარულს. ასეთ ადამიანებსაც პრობლემები შეექმნებათ. მე ვეყრდნობი ჩემს თავს, ჩემს ემოციურ ხერხემალს, არ მაქვს ილუზია, რომ სხვა საყრდენი მაქვს – ეს არის 2026 წლის მთავარი მესიჯები“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.

ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: fortuna.ge