Digest Logo

„გამოვარდა მძღოლი მაღაზიიდან, მივარდა ჩემს მეგობარს, გამოდი, რას აკეთებო...“ - რას წერს თამო კეშელავა

1684408929
თამო კეშელავა

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი მეგობარი გვიან საღამოს ჩავიდა მაღაზიაში. გზად ხედავს, ჯიპი გააჩერა კაცმა და შევიდა მაღაზიაში.
ამ კაცის შესვლა და ჯიპის დაგორება უკან, თავდაღმართში ერთი იყო.

ეცა ჩემი მეგობარი, შეუდგა უკან, აწვება რაც ძალი და ღონე აქვს, ვერ აჩერებს, ვერც ყვირის, ყვირილის კი არა სუნთქვის თავი არა აქვს, ბოლო ძალებით ცდილობს მანქანის გადარჩენას.
სხვებიც იდგნენ მის გარდა ქუჩაში, იდგნენ და უყურებდნენ შორიდან პირდაღებულნი.
ფეხიც არ მოუცვლიათ დასახმარებლად.

გამოვარდა მძღოლი მაღაზიიდან, მივარდა ჩემს მეგობარს, გამოდი, რას აკეთებო...

არ ეშვება ეს ბიჭი მანქანას, ასეთია, ოჯახის მუჭუჭია, მანქანას კი არა, „ბოლტს“ არ გადააგდებს უმიზნოდ.
სულ ძალით გამოათრია მანქანის პატრონმა...

მანქანა?

მანქანა დატრიალდა და გააგრძელა გზა, საჭესთან ამ კაცის ცოლი მჯდარა, უბრალოდ, უკან უნდოდა დახევა და გზის გაგრძელება“, - წერს თამო კეშელავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „8 წელი ვიცხოვრე სოფელში, იქ წასვლიდან მალევე მეუღლეს დავშორდი, მაგრამ უკან რომ დამაბრუნო იმავეს ვიზამდი“ - რას ჰყვება ნინო ზამბახიძე

🔵დაკავებულია 25 წლის კაცი - მას გამოძიება ნარკორეალიზაციას ედავება

🔵„რა მაგარი გოგო ხარ...“ - სალომე ჭაჭუა ვარჯიშზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს