Digest Logo

„განა ბრძოლა იმ დღეს მორჩა - შიში და სხეულის შფოთვა ხშირად ბრუნდებოდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1749714280
გიორგი კეკელიძე

ქართველ პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილ გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე მამა გახდა. წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა. გიორგი სოციალურ ქსელში მამობრივი სტატუსების პარალელურად მის საქმიანობასაც არ ივიწყებს და ამჯერად წიგნიდან „სიკვდილის გაუქმება“ მორიგი ამონარიდი გაავრცელა:

„ღამით მშვიდად და უსიზმროდ მეძინა. გავიღვიძე და დავინახე ფანჯარა. ფანჯარას მანამდეც ვხედავდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი. ვისაც ეს გზა გაუვლია, იოლად მიხვდება, რასაც ვამბობ. ნელა გავიხედე გვერდით - კარადა იდგა. და კარადა ჰგავდა კარადას. მაგიდა - მაგიდას. სკამი - სკამს და სკამზე შარვალი - შარვალს. ფრთხილი სიხარული ვიგრძენი - გრძელი და მკაცრი ზამთრისას, ქუჩაში რომ გახვალთ, უცებ საიდანღაც ნიავის ფრთა მოგხვდებათ და გაზაფხულის თხელ, მოულოდნელ, ძნელად დასაჯერებელ სუნს შეეფეთებით - ისეთი.

სარკესთან მივედი. საშინლად გამხდარი, წარბებდაშვებული, წვერმიშვებული და ცხვირჩამოშვებული სახე მიყურებდა, თვეობით ნატანჯი და გაბზარული გამოხედვით. მაგრამ ის, რომ სარკესთან მივედი, უკვე სხვა ნაბიჯი იყო და ცხადად ვიგრძენი მეორე ნაბიჯის ძალაც და აუცილებლობა.

კიბეს დავუყევი. საფეხურებს ფეხს წუთიანი შეყოვნებით ვადგამდი, მინდოდა ეს უბრალო ხის ფიცრები ისე განმეცადა, თითქოს სამუდამო სამოთხისკენ მიმიძღვებოდა. განა ბრძოლა იმ დღეს მორჩა - შიში და სხეულის შფოთვა ხშირად ბრუნდებოდა, მაგრამ მე ვხვდებოდი, როგორც კედელი. დღესაც მოდის. ხან ეგრე, რომ აქაოდა ვბრუნდებიო! მაგრამ „ოლოლო, შენ!“ - ახლა კიდევ უფრო ყრუ კედელი ვარ - ამ წამსაც, როცა ვწერ, ფეხები დამახსოვრებულ ჭიანჭველებს იმეორებენ, მე ვუყურებ და მალე საკუთარ ბუდეში წავლენ - ზუსტად ვიცი.

ჰოდა, მაშინ გარეთ გავედი. შემოდგომაა! - ხმამაღლა ვთქვი. შემოდგომაა! - დამიდასტურა ძაღლმა და გაწვა, მომეფერეო. დავიხარე და მოვეფერე. ძაღლს გაუკვირდა. მეც. შორს იდგა თბილისის ანძა, რომელიც მანამდე არ იდგა - თქვენთვის ალბათ კი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად - არა. გამარჯობა არსენ, - გამომძახა მეზობელმა, რომელიც დილის რბენით მორბოდა და გამარჯობა! - დავუძახე მე. როგორ ხარ? - დამიძახა მეზობელმა. კარგად! - ვუპასუხე მე. მეზობელს გაუკვირდა. მე - აღარ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობა - როგორია ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 13 ადამიანის მდგომარეობა

⭕ საბა საზონოვი – „რვა თვეზე მეტი გამიცდა, მაგრამ პოლონეთთან გამოჩნდა, რომ სათამაშოდ მზად ვარ“

⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით