Digest Logo

„განათლებული იდიოტი. ლიტერატორი და ისტორიის არმცოდნე თავს ვერ ანებებს ლაქლაქს და ყველა ფასეულობის გადაფასების სურვილს“ - ილია ჭიღლაძე

1674634392
ილია ჭიღლაძე და ბერძენიშვილი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე პროფესორი ლევან ბერძენიშვილის ირგვლივ დატრიალებულ სკანდალებს გამოეხმაურა და საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსირა. 

ილია ჭიღლაძე ასევე აქვეყნებს მასალებს, რის გამოც გამოიტანა დასკვნა, რომ ლევან ბერძენიშვილი განათლებული იდიოტია.

„საბოლოო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ პროფ. ლევან ბერძენიშვილი არის განათლებული იდიოტი, რომლის ეპატაჟური, ამბიციური ფსევდო-ისტორიული წიაღსვლები ხშირად უვიცობის და ფალსიფიკაციის ნაზავია.

შეიძლება კარგი მთარგმნელია, ნიჭიერი მთხრობელია, მშვენიერი ლიტერატორია, წიგნებიც ბევრი წაუკითხავს, მაგრამ არის პროვოკატორი ანტიქართველი, რაც მთავარია ისტორიკოსი არაა და ეს მისი სფერო არაა. მისი დეგნერატული თავდასხმები სახელოვან გარდაცვლილ ქართველ მამულიშვილებზე ისევ და ისევ ქოც-ხელისუფლების და ალტყლინფოს მსგავსი ბნელი ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. წერტილი.

P.S. ზოგმა ვერ გაიგო და მეფე ერეკლეს გამო აქვს აქცენტი, მაგრამ ბერძენიშვილმა არანაკლები უარესებიც აკადრა ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთელს და მათი დროს ყველა ქართველ ქალს, მეფე დემეტრე პირველს, მეფე თამარს, მაია წყნეთელს და ა.შ. (შესაბამისი ლინკი იხილეთ კომენტარში).

ყველაზე მეტად ვერ გავიგე რას ერჩის მაია წყნეთელს?! მისთვის ეროვნული ისტორიული პირები ლიტერატურული პერსონაჟებია და მეტი არაფერი. აი, ესაა როდესაც ლიტერატორი და ისტორიის არმცოდნე თავს ვერ ანებებს ლაქლაქს და ყველა ფასეულობის გადაფასების სურვილს“, - წერს ილია ჭიღლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ორჯერ ძაღლს დაეჯახა ისე, რომ ხმა ჩოხატაურში გაიგონეს და გადმოგვძახეს, ნელა ბიო, ნელაო“ - რას წერს ზურაბ ბაუჟაძე

🔵„სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავე ნინო კირვალიძე გარდაიცვალა

🎥 ზურა ბერიკაშვილი 90-იან წლებში მომხდარ იმ შემთხვევაზე ალაპარაკდა, რომლის შემდეგაც მსახიობი დიაბეტით დაავადდა