პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ნათია გედენიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
გედენიძე, უკრაინასთან მის ემოციურ კავშირზე პოსტს წერს:
„არ ვიცი, როდემდე შევძლებ საკუთარი ემოციების მართვას...
არც ის ვიცი, როდემდე მოვახერხებ ერთდროულად გონებით შორს ყოფნას და პარალელურად საქმის სრულყოფილად კეთებას...
არც ის ვიცი, რატომ მოხდა ისე, რომ განგებამ უკრაინაში გამაჩინა და ახლა ჩემი თავშესაფარი მეტროს ნაცვლად თბილისია...
ის კი ვიცი უკრაინაში ჩემს ნაცვლად რატომ არის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი - ირაკლი გედენიძე...“, - წერს ნათია გედენიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ფეისბუკმა რუსეთს შეზღუდვები დაუწესა