Digest Logo

„განქორწინებით გამოწვეული ჯაჭვის რღვევა, ბავშვებზე განსხვავებული გამოვლინებებით აისახება...“ - რას წერს ფსიქოლოგი

1789464813
ნინი დგებუაძე

განქორწინება არ ნიშნავს შვილის მიმართ უპასუხისმგებლობას.

ოჯახი, საკმაოდ რთული მექანიზმია. პასუხისმგებლობების სრული კომპლექტი, მოლოდინები, როლები და პიროვნებათა შორის ურთიერთობების საკმაოდ გრძელი ჯაჭვი.

ხოლო განქორწინებით გამოწვეული ამ ჯაჭვის რღვევა, განსაკუთრებით, ბავშვებზე აისახება როგორც წესი და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში განსხვავებული გამოვლინებებია და ამ პრობლემის საწყისი აღმზრდელობითი ზემოქმედების ცალმხრივობაა.

მშობლის დისბალანსი გრძნობებში და ა.შ (ერთი მშობლის მანიპულირება ბავშვით, ბავშვის გამოყენება ურთიერთობაში როგორც იარაღის და სხვა...).

ოჯახური კონფლიქტებიდან და განქორწინებებიდან გამომდინარე აგრესია მშობლებსა და შვილებს შორის არასასურველი ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების განმაპირობებელი ხდება. იმისთვის, რომ ბავშვმა და მოზარდმა სრულფასოვანი ფუნქციონირება განაგრძოს მნიშვნელოვანია ორივე მშობელმა შეინარჩუნოს აღზრდაში მაღალი ხარისხის ჩართულობა, შეიმუშაონ აღზრდის შეთანხმებული და თანმიმდევრული სტილი.

როცა თქვენ არ აძლევთ საშუალებას ბავშვის დედას ან მამას მიიღოს აქტიური მონაწილეობა აღმზრდელობით საქმიანობაში, ამით ზიანდება პირველ რიგში თქვენი შვილი.

პირად შეგრძნებებს არასდროს მისცეთ საშუალება მოახდინონ ზეგავლენა ბავშვის ჯერ კიდევ შეუმდგარ ფსიქიკაზე და ხელს ნუ შეუშლით მის პიროვნებას, ჩამოყალიბებაში.

ფოკუსი უნდა გაკეთდეს მშობლის და ბავშვის ურთიერთობებზე, მათ დამოკიდებულებებზე განქორწინებულ და სრულ ოჯახებშიც, რადგან სწორედ ბავშვობის წლებში აღზრდაში დაშვებული შეცდომებია პასუხისმგებელი იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და დანაშაულებებზე, რომელიც მოზარდ ასაკში იჩენს თავს.

განქორწინება არ გამორიცხავს კარგ დედობას/მამობას.

ზრდასრულმა ადამიანებმა უბრალოდ გაიაზრეთ, რომ თქვენი შეუმდგარი ურთიერთობა, მომავალში ცალკე არსებულ ინდივიდს არ უნდა უქმნიდეს პრობლემებს, მხოლოდ იმიტომ რომ ის ამ ურთიერთობის პროდუქტია.

ერთობლივი მეურვეობის წარმატება ითხოვს თანამშრომლურ ურთიერთობებს განქორწინებულ მშობლებს შორის.
როდესაც გაცილებული მშობლები უარს ამბობენ თავიანთ აზრთა სხვადასხვაობაზე და მხარს უჭერენ ერთმანეთს აღზრდის საკითხებში, ბავშვებს მეტი საშუალება აქვთ გაიზარდონ კომპეტენტურ, გაწონასწორებულ და ბედნიერ ადამიანებად.

ნუ იქნებით ეგოისტები.

ბავშვი, ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და მეორეხარისხოვანია თქვენი პირადი დამოკიდებულება. თქვენ მომავლის ადამიანს ქმნით.

არასდროს აგრძნობინოთ მათ მტრული დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის და მაქსიმალური პატივისცემა გამოიჩინეთ ნებისმიერ შემთხვევაში მისი მშობლის მიმართ (თქვენი ყოფილი ცოლის ან ქმრის მიმართ).

ბავშვის თანდასწრებით არასდროს დაამციროთ ის. ეს არ შეამცირებს მის გრძნობებს და ვერ შეძლებთ შეაცვლევინოთ აზრი ან დამოკიდებულება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ შეხვდა სანდრო მენსონი მსოფლიო ლეგენდას - მერლინ მენსონს და რა გზა გამოიარა მან დიდი ნეგატივიდან პარიზულ აღიარებამდე

🎥 „საკუთარმა მამიდაშვილებმა ფოტოები გამოდეს, წამოვიყვანთ და მოვუვლითო, ოღონდ არც ერთხელ უნახავთ და არ მოუკითხავთ“ - რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე

🎥 „უმუშევარი აღარ ვარ, ვნახოთ რომელი გამოვა და რომელი არა...“ - რა სიახლეებია ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში