Digest Logo

🎥 „უმუშევარი აღარ ვარ, ვნახოთ რომელი გამოვა და რომელი არა...“ - რა სიახლეებია ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში

1789460129
 ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, რომელმაც პროფესიულ საქმიანობას ცოტა ხნის წინ დაანება თავი, პოდკასტის „მძიმე წერტილი“ სტუმარი იყო, სადაც კარიერულ საკითხებზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, მან მუშაობა უკვე დაიწყო და იგი მარკეტინგისა და პიარის მიმართულებას ითავსებს. 

გარდა ამისა, ყოფილი ტელეწამყვანი ინტერნეტშოუს არატრადიციულ გადაცემას აანონსებს:

„მაქვს რამდენიმე მცდელობა, ეჭვი მაქვს, ყველა ერთად გამოვა და მერე სად გავიქცე არ ვიცი. 

ამ წუთს უკვე ვმუშაობ, მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით, სადაც რამდენიმე კომპანიაა ჩაბარებული და ვმართავთ ქალთა გუნდი, მეც ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ. ვცდილობთ, ვიღაცებს პიარი გავუკეთოთ და მარკეტინგი გავუმართოთ. 

მე და რუსკამ (მაყაშვილი) დავიწყეთ „იუთუბიზე“ გადაცემა, მაგრამ შევწყვიტეთ გადაღებები, არ ვიცი რატომ. 

ინტერნეტშოუს რამდენიმე საპილოტე გადაცემა ჩაწერილია, ვნახოთ რომელი გამოვა და რომელი არა, ოღონდ არატრადიციული ლაპარაკი, სიღრმეები და დეტალები, ცოტა სხვა ფორმატია, ვერ ვიტყვი, დაველოდოთ“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე. 

2026 წლის მაისში ნანიკო ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ მისი თანამშრომლობა დასრულდა და არხი საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა ფაქტს წინ უძღოდა გადაცემის ერთ-ერთი უხერხული მომენტი, სადაც იგი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს თავში ურტყამს

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნანიკო ხაზარაძე - ყველა მეუბნება: „დედა, რა კარგად გამოიყურები, როგორი დამშვიდებული სახე გაქვს“

„ბედნიერი დაბადების დღე, დიდ რეზის“ - ქეთი წიქვაძე მამამთილს იუბილეს ულოცავს

🎥 ალექსი და სტელა დაშორდნენ - „ახალგაზრდაა, თავისუფლება უნდა, ზოგჯერ წასვლა ნიშნავს სიყვარულს“