Digest Logo

🎥 „საკუთარმა მამიდაშვილებმა ფოტოები გამოდეს, წამოვიყვანთ და მოვუვლითო, ოღონდ არც ერთხელ უნახავთ და არ მოუკითხავთ“ - რას ჰყვება ნანიკო ხაზარაძე

1789462192
ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სიბერეში შვილისთვის ტვირთად ქცევას არ აპირებს და ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ცხოვრების პანსიონატში გაგრძელებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი რამდენიმე ბინისა და აგარაკის მფლობელია, მისი თქმით, გადაწყვეტილებას არა უსახლკარობა ან ფინანსური გაჭირვება, არამედ პირადი დამოუკიდებლობა და შვილზე ზრუნვა განაპირობებს.

ამ თემაზე მან პოდკასტში „მძიმე წერტილი“ ისაუბრა და გარდაცვლილი მამის საკითხსაც შეეხო: 

„ჩვენი კულტურის, მენტალიტეტის ქვეყანაში ჩემი ქმედება ასე ჟღერს, რომ მე გადავაგდე მამა. თავიდან ნახევარი საქართველო ასე დამეტაკა, რომ მამა სანაგვეზე გადააგდო, ჩემმა საკუთარმა მამიდაშვილებმაც კი სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოები გამოდეს, ჩვენ წამოვიყვანთ და მოვუვლითო, ოღონდ ეს იყო ერთადერთი ხმამაღალი განცხადება, არც ერთხელ უნახავთ და არც ერთხელ მოუკითხავთ მამა როგორ იყო. 

საბოლოოდ, ვინც მაგინებდა და მლანძღავდა, ყველას დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ვხუმრობდი, მთელი ვაკე მამასთან ერთად არის-მეთქი, ყველა იქ იყვნენ. როცა მივხვდნენ, რომ მე მამა კი არ გადავაგდე, პროფესიონალებს ჩავაბარე, სადაც იყო 24-საათიანი მეთვალყურეობა, კვირაში ერთხელ სრულად გადიოდა დისპანსერიზაციას, უნიშნავდნენ წამლებს, პირველადი დახმარებისთვის იყო ყველაფერი - ამაზე კარგი რა შეიძლება გაუკეთო საყვარელ ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს და რომელთანაც კონტაქტს სპეციალური უნარი და ნერვები სჭირდება, რაც მე კი არა, არავის აქვს. დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც მშვიდად ესაუბრება დემენციის მქონე ოჯახის წევრს, რომელიც არის აგრესიული, გარბის სახლიდან და იკარგება, შლის „შტეფცელებს“, ლეწავს რაღაცებს. 

ჩემს შვილთან ნათქვამი მაქვს, რომ როცა დავბერდები, მეც თავშესაფარში წამიყვანე-მეთქი. მამაჩემის დატოვება მიწევდა ხოლმე ლილუსთან, რადგან მე ტელევიზიაში ვმუშაობდი, ბავშვი შოკში იყო. ის პატარა იყო და მისი ტვინი ვერ აღიქვამდა რატომ ვერ ცნობდა მამაჩემი, რატომ ელაპარაკებოდა ასე და რატომ ეჩხუბებოდა. სულ მთხოვდა, აღარ დამტოვო (მამაჩემთან). საერთოდ არ მინდა ჩემ შვილმა ეს გაიაროს, ამიტომ მე მას ვუთხარი, დედიკო, როგორც კი შეატყობ მე შენთვის ტვირთი ვარ, მზად ვარ, შენ აიღო შენს თავზე პასუხისმგებლობა და გადამიყვანო ისეთ ტერიტორიაზე, სადაც შენც მშვიდად იქნები და მეც მშვიდად“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე. 

ცნობისთვის, ნანიკო ხაზარაძის მამა იყო მეცნიერი დათო (დავით) ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ იგი მძიმე სენით, დემენციით იყო დაავადებული, რის გამოც ბოლო წლებში სპეციალიზებულ პანსიონატში იმყოფებოდა, სადაც შვილი მასზე აქტიურად ზრუნავდა. დათო ხაზარაძე 2024 წლის 27 აპრილს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უმუშევარი აღარ ვარ, ვნახოთ რომელი გამოვა და რომელი არა...“ - რა სიახლეებია ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში

🎥 ნანიკო ხაზარაძე - ყველა მეუბნება: „დედა, რა კარგად გამოიყურები, როგორი დამშვიდებული სახე გაქვს“

„ბედნიერი დაბადების დღე, დიდ რეზის“ - ქეთი წიქვაძე მამამთილს იუბილეს ულოცავს