ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სუმელას ქრისტიანულ მონასტერზე წერს და ფოტოებს გვიზიარებს:
„სუმელას უნიკალური ქრისტიანული მონასტერი ისტორიულ ლაზეთში, ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე, ციცაბო კლდეზეა აღმართული. იგი IV–V საუკუნეებში დაარსდა და დღემდე ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლად ითვლება.
საინტერესოა, რომ „სუმელა“ ლაზურ ენაზე „სამებას“ ნიშნავს, რაც მონასტრის სახელწოდებას განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ანიჭებს“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადახედავთ ურთიერთობებს სიყვარულში...“ - თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები
🎥 „ყოველთვის ვცდილობ, ორივეს ერთნაირად გავუნაწილო სიყვარული...“ - თამო ვაშალომიძე შვილებზე