ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენ განვიკითხებით ჩვენი დამოკიდებულებით სასუფევლის მიმართ,
უფრო გასაგებად რომ ვთქვა - რა დამოკიდებულება გქონდა წირვის მიმართ,
ღვთისმსახურების მიმართ,
და პირველ რიგში,
აი, მე მღვდელი ვარ და განვიკითხები იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება მქონდა საკურთხევლის მიმართ.
აი, მე საკურთხეველში ვარ,
წმინდათა წმინდათაში ვარ,
დედამიწაზე ყველაზე წმინდა ადგილას ვარ,
და რა დამოკიდებულება მაქვს?
მაქვს კრძალვა?
მაქვს შიში?
მეშინია, თუ არ მეშინია საკურთხევლის?
მეშინია, თუ არ მეშინია მსახურების?
აი, ამით განვიკითხები მე,
და დამერწმუნეთ, ჩემს წარსაწყმენდელად სავსებით საკმარისია, თუ მე არ მეშინია საკურთხეველში რომ ვიმყოფები...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბებიკონას დანიელი❤️“ - მაგდა ჯოხაძე შვილიშვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ოხ, მიწის თხრა და შენი სუნი მინდა, დე!“ - ანრი ბიბინეიშვილის ემოციური პოსტი