მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.
იგი არგენტინაში მოგზაურობს, სადაც იგუასუს ჩანჩქერი მოინახულა:
„იგუასუს ჩანჩქერი, არგენტინა.
ძალის ნამდვილი ადგილი. გასაკვირი არ არის, რომ ეს ბუნების 7 საოცრებიდან ერთ-ერთია. ენერგია აქ არარეალურია.
თავს ვგრძნობ ისე ცოცხლად, დამუხტულად და დატენილად.
ვაუ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
ცნობისთვის, 22 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუცა ბუზალაძის გრანდიოზული LIVE-შოუ სრული ანშლაგით დასრულდა.
ქართველი არტისტი საქართველოში უკვე გრემის აკადემიის წევრის სტატუსით დაბრუნდა. სპეციალურად კონცერტის აკომპანემენტისთვის, საქართველოში შტატებიდან ტონი ბრექსტონის ბენდი ჩამოვიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წარმატებული სასწავლო წელი, დე! მე-3 კლასშიც გადავედით“ - თაკო ჩორგოლაშვილი