Digest Logo

„წარმატებული სასწავლო წელი, დე! მე-3 კლასშიც გადავედით“ - თაკო ჩორგოლაშვილი

1788952016
თაკო ჩორგოლაშვილი

ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია. იგი ხშირად უზიარებს გამომწერებს ყოველდღიურ თუ კარიერულ სიახლეებს.

ამჯერად თაკომ სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გაავრცელა, რომელიც უკვე მესამე კლასშია.

ტელეწამყვანმა ქალიშვილს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა:

„წარმატებული სასწავლო წელი, დე! მე-3 კლასშიც გადავედით“, - წერს თაკო ჩორგოლაშვილი.

ქართველი ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, თაკო ჩორგოლაშვილის შვილს მია ჰქვია.

პატარა მია 2018 წლის თებერვალში დაიბადა. ტელეწამყვანი ხშირად აღნიშნავს ინტერვიუებში, რომ მისი ცხოვრების მთავარი ფიგურები სწორედ მისი ქალიშვილი და დედა არიან.

თაკო ჩორგოლაშვილს ქალიშვილი ყოფილ მეუღლესთან, კალათბურთელ რეზი დიდიასთან ქორწინებაში შეეძინა. 

წყვილი შვილის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე დაქორწინდა, თუმცა მოგვიანებით მათი გზები გაიყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალი პანტერა...“ - ალექსანდრა პაიჭაძის პიკანტური კადრები

🎥 „ჩაინა მედია გრუპის” და ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ პროექტში, 11 ქვეყნის გვერდით, საქართველოს დროშა ფრიალებს“ - დათო კენჭიაშვილი

კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა