2023 წლის 26 ივლისს ბათუმელი ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა. ის ზღვაში საცურაოდ შევიდა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
გარდაცვლილი ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა სალომე ბაკურაძემ გაიხსენა და ანრის მიერ გადაღებული კადრი გამოაქვეყნა.
„ეს ფოტო შენ ხარ Anri Tabagua.
ასე ზუსტი აქამდე არაფერი მინახავს შენზე. გასული ხარ ამ კარში და ყველაფერი არის ბევრად უკეთესად, ვიდრე აქამდე იყო.
მჯერა ამის და სიყვარულიც შენ ხარ“, - წერს სალომე ბაკურაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: