Digest Logo

„ჯოჯოხეთური დღეები ზუსტად 25 მაისს დასრულდება... ასეთი საჩუქარი გამიკეთა დათიკომ“ - რას წერს თორნიკე ყაჯრიშვილი

1716532555
თორნიკე ყაჯრიშვილი

ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მისი შვილი თავს უკეთ გრძნობს და 25 მაისს საავადმყოფოდან გაწერენ.

ცნობისთვის, პატარა დათის ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ანემია განუვითარდა. 

„ჯოჯოხეთური დღეები ზუსტად 25 მაისს დასრულდება. ასეთი საჩუქარი გამიკეთა დათიკომ.

ორ დღეში საავადმყოფოს დავტოვებთ და ახალი გამოწვევისთვის დავიწყებთ მომზადებას. ჩვენი მიზანი, რომ გამარჯვებაა, არ გვავიწყდება  წინ, მხოლოდ წინ და არცერთი ნაბიჯი უკან.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. 
ოდესმე დავწერ იმ გაუსაძლის დღეებსა და ღამეებზე, რომელიც ოპერაციის შემდეგ გადავიტანეთ…

ცალკე აღნიშვნის ღირსია რკინიგზის საავადმყოფო, რეანიმატოლოგთა სასწაული, პროფესიონალი და ადამიანური ექიმები და „სტაფი“. მადლობა ჩვენთან ერთად გადატანილი უმძიმესი დღეებისა თუ ღამეებისთვის. თქვენ რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა. მოვა დრო და ამაზეც დავწერ.

მადლობა რომ გვაძლიერებთ“, - წერს თორნიკე ყაჯრიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ემუქრებიან სიკვდილით და ჩვენ ვიცინით... კარგი რა, მართლა! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი“ - გიორგი გაბუნია პრემიერზე განხორციელებულ მუქარაზე

🎥 „როდესაც შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ეს ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი და დასაგმობია!“ - იუმორისტების ერთობლივი განცხადება

ხვიჩა კვარაცხელია ცოლთან ერთად ამალფის სანაპიროზე ისვენებს (ფოტოები)