Digest Logo

„გაუმარჯოს ჯენ ზის კაშიას თამადობით, რომელიც სულაც არაა ჯენ ზი, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი კაცია!“ - ბაია პატარაია

1711620881
 ბაია პატარაია.

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველო - საბერძნეთის მატჩს ეხმაურება. 

იგი, საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ ახალი თაობის კაცები უფრო ლაღები, თავისუფლები, უკომპლექსოები და ბედნიერები არიან. 

„მაჩო კაცებმა უკვე დაიწყეს მოთქმა, როგორ შეიძლებოდა „გაიღიმე, პატარა” ემღერათ სტადიონზე „ნაიალაღარი ხარებისთვისო” 

მოდი, იცი, რას გეტყვით?! გაეშვით ამ ახალგაზრდა, ლაღ, მხიარულად მოცეკვავე ვარსკვლავბიჭუნებს. ახალი თაობის კაცები უფრო ლაღები, თავისუფლები, უკომპლექსოები და ბედნიერები არიან!

და მათი ყურება გოგოებს, ქალებს და ბებიებს ათასჯერ უფრო გვაბედნიერებს, ვიდრე რაღაც “ნაიალაღარი ხარებისა”…

გაუმარჯოს ჯენ ზის და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს! (კაშიას თამადობით რომელიც სულაც არაა ჯენ ზი, მაგრამ პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი კაცია!)

კაცებო, თქვენთვის ჯობია „ჩაძაბულობას” და მაჩოობას თუ გაეშვებით და სილაღეს და თავისუფლებას ისწავლით - მაგალითები უკვე გყავთ!“,- წერს ბაია პატარაია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „საერთოდ აღარ გვაქვს ემოცია, ეს იყო 2-3 წუთში გამოშვებული მთელი ერის დაგროვებული ყველა ემოცია...“ - დათო ლიკლიკაძე

⭕„ყოველ წვიმიან, ქარიან დილას, იდგა 5-6 წლის პატარა ბიჭი უზარმაზარი ჩანთით ჯიუტად და ვარჯიშზე მიდიოდა...ერთხელ, მიკროავტობუსის მძღოლმა არ ამოუშვა, ისეთი ტალახიანი იყო“- რას წერს მეზობელი ნიკა კვეკვესკირზე

⭕🎥 რა კერძები უყვართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს? - „როცა ღომი და ხარჩო გვაქვს ტაციაობაა“