Digest Logo

„გავიდა დრო და თან ბევრი ადამიანი გაჰყვა...ძველებურად მხიარული აღარ არის სახლები...“ - გივიკო დიდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1743081507
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.

ამჯერად მან, გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც ბავშვობას და ძველ პერიოდს იხსენებს:

„ეჰ წუთით მაინც დამაბრუნა ბავშვობაში, როცა მთელი ოჯახი ვიყავით ერთად. მაშინ ჩემს ქუჩაზე , ყველა სახლში სინათლე იყო. შემოღამება და ღია ფანჯრებიდან გადაძახილი მომენატრა, სა ხარ გადმოი. გავიდა დრო და თან ბევრი ადამიანი გაჰყვა. ახლა ძველებურად მხიარული აღარ არის სახლები. ფანჯრებს მიღმა, ვერც სინათლეს დაინახავ. ისე მძიმედ დგანან, სევდით სავსე არიანო იფიქრებს კაცი.

მაშინ სხვანაირი იყო ირგვლივ ყველაფერი, უფრო მიამიტი, ლაღი, ხალხიც, მე ასე მგონია. მენატრება ყველაფერი ძველი, ჩემი ოჯახიდან და ჩემი ქუჩიდან წასული ადამიანები, მეზობლობის ასე ლამაზი წრე რომ ჩამოაყალიბეს ჩემს ცნობიერებაში. გული მწყდება რომ იმ დროში ვერაფრით დავბრუნდები. დამიჯერეთ, ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში“, - წერს გივიკო დიდია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თვალი რომ აეხილებოდათ, ცეკვით გამოხატავენ მადლიერებას...“ - რას ჰყვება ოფთალმოლოგი, რომელიც ნეპალში მოსახლეობას უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს?

⭕თაკო ჩხეიძის საგაზაფხულო ლუქი - „საოცრად მოდური“

🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური