
ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად გვიზიარებს როგორც პროფესიული, ასევე პირადი ცხოვრების საინტერესო მომენტებს.
ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიმღერა „ჯანღი“ ბრწყინვალედ შეასრულა. როგორც შერმადინი ამბობს, ვიდეოს დადება ლელა თათარაიძის ლეგენდარული შესრულების შემდეგ გაბედა.
„ნამეტანი თავში ამივარდა წინა ვიდეოზე ამდენი კარგი შეფასება, ჰოდა გავთავხედდი და გენიალური ლელა თათარაიძის მერე გავბედე და აი ასე უტიფრად ვიმღერე ეს სიმღერა. მიიღეთ თუშებმა სიყვარულის ნიშნად, მთიული ქალისგან გულით ნამღერი „ჯანღი“, – წერს მომღერალი.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით