თბილისში გამართული აქციის დროს დემონსტრანტებმა შენობები, შუშები, სკამები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დააზიანეს. ზოგიერთი მათგანი ჩალეწეს, ზოგსაც კი უწმაწური სიტყვები აწერია.
თედო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გამოდის ინიციატივით, რომ ახალგაზრდები შეიკრიბონ დღეს, 18:00 სთ-ზე და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთაონ.
„მეგობრებო, ჩემო მოსწავლეებო და სხვა ახალგაზრდებო, ვინც მხარს ამიბამთ შევიკრიბოთ ქაშვეთთან დღეს, 18:00 და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავწმინდოთ კედლებზე წარწერები, ვიქონიოთ ჯაგრისი, წყალი, რეზინის ხელთათმანები და ქიმიური მოსაშორებელი ხსნარი ზურგჩანთებში.
ვინც ვერ მოახერხებთ, უბრალოდ გადააზიარეთ და მეტი ვიქნებით, მალე მოვრჩებით.
მე მივდივარ, მოკლედ.
P.S. ეს არ იქნება ვინმეს გამოხატულების მიმართ უპატივცემულობა, პირიქით, ჩვენივე პროტესტი იქნება უკეთესი“, - წერს თედო რეხვიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „მოიმატებს ტერაქტების და ავარიების ალბათობაც“ - ვის აფრთხილებს ასტროლოგი რამაზ გიგაური