Digest Logo

🎥 „გაჟღერდება ინფორმაცია - „სახლში შეუვარდნენ და დახოცეს...“ - გოგა მანია ახალ, შოკის მომგვრელ წინასწარმეტყველებას ავრცელებს

1741541646
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, სადაც საქართველოსა და მსოფლიოში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს:

„სიგარეტის შედეგად გაჩენილ ხანძარში უნდა აღმოჩნდეს ადამიანი. ცეცხლი, დაწვა. ძალიან ყურადღებით იყავით სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან, შეიძლება იყოს მატარებლის მძღოლიც. გულის შეტევას გადაიტანს ეს ადამიანი.

წყალთან ნგრევასთან დაკავშირებული პრობლემები წამოვა წინა პლანზე. მიწისძვრები განახევრდება საქართველოში. წინა წელს თუ იყო მაგალითად 1000 ბიძგი, წელს იქნება 500-600 ბიძგი. იყავით ყურადღებით. ერთი იქნება შედარებით მსუბუქად დამანგრეველი. ყურადღებით იყავით ბავშვებთან დაკავშირებით. წყლის და ცეცხლის პრობლემა წელს განსაკუთრებით წინა პლანზე წამოიწევს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მოსალოდნელია რუსეთში მიწისძვრა და ნგრევა. ასევე ვულკანის ამოფრქვევა. ძლიერი მიწისძვრა იქნება თურქეთში ათენსა და იტალიაში.

უცხოეთში გარდაიცვლება ცნობილი ბიზნესმენი. მას დახვდებიან აუცილებლად მისი გარდაცვალება მიდგას თვალწინ სცენა. ომები ასე მარტივად არ მთავრდება. რუსეთ-უკრაინის ომზე ვსაუბრობ ყველაზე უცნაური ის არის რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წამოიწევს კონფლიქტი. საქართველო აარიდებს თავს იმ ომებს, რაც მის ფარგლებს გარეთ იქნება.

საქართველოს ენერგოტონუსი იწყებს მაღლა აწევას. სამი მღვდლის გარდაცვალება იქნება. პირველი რომის პაპი, საქართველოშიც გარდაცვალება და დიდი ცვლილებები. ერთ-ერთი მათგანი თავს იკლავს ციხეში, სუიციდით მთავრდება. გაუფრთხილდით ბავშვებს. გაზით აფეთქება იქნება საქართველოში და ცეცხლი უკიდია. ერთ-ერთი რესტორნის ტრაგედია განმეორდება. მატარებელს ეჯახება მანქანა საქართველოში ხდება და ყურადღებით იყავით. მეტროებთან, რელსებთან ყურადღებით იყავით. სუიციდი ხიდიდან.

რატომ ამდენი ნეგატივი? იმიტომ რომ ერთმანეთს არ ვაფასებთ და პატივს არ ვცემთ შესაბამისად. წელს უკვე საქართველოს ტრანსფორმაცია დასრულებული აქვს და ადამიანების ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. საქართველოს თავზე ჩამოვარდება მფრინავი აპარატი ახლო მომავალში. ცეცხლმოკიდებული მანქანა.

გავრცელდება ასეთი ინფორმაცია - „სახლში შეუვარდნენ და დახოცეს“. გაუფრთხილდით ბავშვებს და ხანდაზმულებს“, - ამბობს ვიდეოში გოგა მანია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაფერს ვეჭიდები კაცო?... ყველაზე რთული პროექტია, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა“ - ვასიკო ოდიშვილი „პატარების დიდ შოუზე“

🎥 „თმაში შედის პირველ რიგში...“ - როგორ უნდა გავწმინდოთ ორგანიზმი უარყოფითი ენერგიებისგან? რჩევები ასტროლოგისგან

⭕2025 წლის 14 მარტიდან 29 მარტამდე დაბნელების დერეფანი გველოდება - რა ცვლილებებს გვიმზადებს გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა