Digest Logo

„გეიპრანჭნენ გოგუები...“ - თეონა ცირამუა ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს

1755273769
თეონა ცირამუა

4 მარტს „გორის კაპელის“ ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ტყუპი გოგოების დედა გახდა.

წყვილმა შვილებს კირა და თუთა დაარქვა.

თეონა ცირამუა სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებს. ამჯერად იგი ახალ კადრებს აქვეყნებს და წერს: 

„გეიპრანჭნენ გოგუები...“, - წერს თეონა ცირამუა.

„ხმაურსაც ვაჩვევთ ხოლმე ბავშვებს. ძალიან მაგრად ამობზრიალდა ჩვენი ცხოვრება. მე და გოჩამ გადავწყვიტეთ, რომ ექვს თვემდე მაინც ბავშვებთან გამეტარებინა დრო, დეკრეტი მაქვს აღებული, თუმცა გუნდთან კომუნიკაციას მაინც არ ვწყვეტ. ჩვენ ვზრდით. მე რომ გავდივარ სახლიდან გოჩა იტოვებს ბავშვებს. ისე არის დასპეცებული, რომ ბოლოს ალბათ, ძიძად გოჩას ავიყვან. კაცებს მაინც უჭირთ, მაგრამ გოჩა ყველაფერს აკეთებს.

ხასიათებით ძალიან განსხვავებულები არიან. თუთა ტიროდა ვსაუზმობდით, ცოტა მქონდა დარჩენილი. მივედი და ვუთხარი - გეხვეწები, სულ 5 წუთი მაცადე მეთქი. გაჩერდა და ჩაიძინა. ასე გაუკეთა გოჩასაც და ჩემ რძალსაც. თითოს ესმის და ითვალისწინებს. მეორე საერთოდ არა.

ბევრი რამე შეიცვალა. ცხოვრების აზრი შეიცვალა, პასუხისმგებლობა გაჩნდა ბევრად დიდი. მეშინია ამ პასუხისმგებლობის. შენ ხარ პასუხისმგებელი, როგორ გზაზე დადგება შვილი. რთული ყოფილა. გაჩნდა თუ არა ბავშვები, მაშინვე გაჩნდა სადარდებელიც“, - ჰყვება თეონა ცირამუა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სილამაზე, ეშხი, სექსუალურობა“ - სალომე კაპანაძის პიკანტურმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო

🎥 „მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის“ - როგორ მიულოცა მალხაზ ქვრივიშვილს ცოლმა დაბადების დღე

გიორგი შოშიტაშვილი ახალდაბადებული შვილის უახლეს ფოტოს აქვეყნებს