Digest Logo

„გენაცვალე მაგ ქართულ გულში! ძალიან ამაყი ვარ და ნამდვილად პატივია, რომ გიცნობ“ - ნინი შერმადინი მერაბ დვალიშვილზე

1726389954
ნინი შერმადინი

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას-ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე შონ ომალი დაამარცხა.

33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი გამოეხმაურა და მას საჯაროდ მიულოცა:

„იმედია ძალიან არ გაგიყრუეთ ყურები ჩემი კივილით.

გილოცავ საქართველო! ქამარი ჩვენია. შენ გენაცვალე მე მაგ ქართულ გულში!

„მშენებლობიდან დავიწყე, შემომხედეთ ახლა! მე ჩემპიონი ვარ! ყველაფერი შესაძლებელია“ -  მადლობა ჩემპიონო!

დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე, როგორ გეკეცება მუხლები სიხარულით! არ ვიცი ეს რა განცდაა! ამაზე დიდი სიამაყე და ბედნიერება არ არსებობს! საოცარი განცდაა! მადლობა მეგობარო! კარგო კაცო! ძალიან ამაყი ვარ და ნამდვილად პატივია, რომ გიცნობ! ყველას გვიყვარხარ!“, - წერს ნინი შერმადინი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჰარმონიული სამკუთხედი იქმნება, რაც აძლიერებს იღბალს“ - 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

„მომაჯადოებელი ანგელოზი ხარ“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

„ღმერთო, მაღალო, ჩვენსავით გამწარებას არავისას გთხოვ, მოთმინების ძალას გთხოვ“ - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 3 წელი გავიდა