Digest Logo

„რას ნიშნავს ცხოველებს ხოცავენ და წვავენ, მერამდენე შემთხვევაა ასე აგაგდებენ გოიმებივით და გაყვირებენ, სირცხვილია!“ - ნათია ბერიძე

1775055645
ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიას, რომელიც სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მიუსაფარი ცხოველების დახოცვასა და დაწვაში ადანაშაულებენ, კრიტიკულად გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ეს მორიგი პროვოკაციაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება:

„დიდი ბოდიშის მოხდით, არ მჯერა ვინმე ჩემზე მეტად განიცდიდეთ ცხოველების ბედს, მაგრამ მაინც უნდა დავსვა კითხვა, ძალით აგიჟებინებთ თავს პროვოკატორებს თუ ბუნებრივად ასე გამოგდით, რომ იჯერებთ ამ მარაზმს. რას ნიშნავს ცხოველებს ხოცავენ და წვავენ, მერამდენე შემთხვევაა ასე აგაგდებენ გოიმებივით და გაყვირებენ.

სირცხვილია!

რანაირი ლოგიკა გაქვთ, რომ ცხოველთა დაცვის შესახებ ერთი ხელით ხელისუფლება კანონს იღებს და მეორე ხელით ცხოველებს ხოცავს? ვინ გგონიათ თქვენ ეს ხალხი? ვინ დამასწრებდა ამბის ატეხვას, 1% მაინც რომ მეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ვინმე რამეს უშავებს ცხოველს? მერამდენე შემთხვევაა ასე აგორებულ სისულელეზე რამდენიმე დღე გაყვირებენ და მერე ირკვევა რომ თურმე არაფერი ხდება?

კრემატორიუმი რომ თავშესაფრებს აქვთ ახლა გაიგეთ? ქურურგიული ჩარევის დროს ნარჩენები, ცოფითა და ჭირით დახოცილი ძაღლები აბა სად უნდა წაიღონ? ახლა გაიგეთ? მაშინ როგორი ცხოველთა დამცველები ხართ? ვინ ყვირის, ვინ ტეხს აჟიოტაჟს და ვინ დარბის იმას მაინც შეხედეთ და დაფიქრდით ვის და რაში უნდა აწყობდეს ეს აჟიოტაჟი და თქვენ ნერვებზე თამაში.

ჭკვიანი ხალხი მგონიხართ და ამ დროს რა სტატუსებს ვკითხულობ. სირცხვილია, არ გეკადრებათ. ხვალ-ზეგ გაირკვევა სიმართლე და მერე რა ხდება? რომელი თქვენგანი მოუხდით ამ ხალხს ბოდიში, ამ საშინელი ცილისწამებისთვის?

ცოტა გონს მოდით და ლევან სანიკიძის და ანა დოლიძის და თავდაუბანელი ჯანგირაშვილის სათამაშოები ნუ გახდით ამხელა ხალხი.

დისტანცირებული ვარ ბოლო პერიოდია ყველა ორგანიზაციისა თუ ე.წ. ცხოველთა დამცველისგან, ზუსტად ამის გამო, ყველაფერზე და ყველაფრისთვის შეგიძლიათ უშვერი სიტყვებით ლანძღოთ ადამიანები და მერე ვითომ არაფერი ისე გააგრძელებთ ცხოვრებას, როცა აღმოჩნდება რომ მართლები არ ხართ!

ვისაც გინდათ გეწყინოთ, სირცხვილია ის, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ და ვის წისქვილზეც ასხამთ წყალს“, - წერს ნათია ბერიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ძირი კეთილი არ გაქვს, ბოროტება გვირგვინს დაგადგამს და დაგწვავს, ნუ იქნები საკუთარი თავით აღტაცებული“ - აღმოსავლური ფსიქოლოგია

„ხელს უწყობს სწავლასა და წარმატებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას“ - როგორ დავძლიოთ შეცდომის დაშვების შიში ბავშვებში

🎥 გია ჯაჯანიძის მიერ შესრულებული „დაუკარით“ და აცეკვებული ტელეწამყვანები