Digest Logo

„ღმერთმა ზურგი აქცია საქართველოს?! ხალხის სიბოროტის ყურებას ვეღარ გაუძლო და მგონი მიგვატოვა“ - რას წერს ნინი ქარსელაძე

1770992357
ნინი ქარსელაძე

8 თებერვალს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ბექა გო­ცი­რი­ძე გარდაიცვალა. 

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის ბექა გოცირიძის გარდაცვალება გაუხარდა:

„რა ხდება?!

ღმერთმა ზურგი აქცია საქართველოს?!

ხალხის სიბოროტის ყურებას ვეღარ გაუძლო და მგონი მიგვატოვა და რომელ ადამიანობაზე, სიყვარულზე და სიკეთეზეა საუბარი?

ადამიანებს სიკვდილსაც არ აცდით. მიცვალებულსაც კი არ ინდობთ.... რა ხალხი ხართ? სად წავიდა ჩვენი წესები, პრინციპები, ღირებულებები?

ნუთუ არც ოჯახი გყავთ, არც საყვარელი ადამიანი? როგორ შეიძლება, რომ თქვენში რაიმე ადამიანური იყოს და ამას აკეთებდეთ? ღვარძლმა და სიძულვილმა ისე შეგჭამათ, დაგაბრმავათ, რომ მიცვალებულს ხომ არ ასვენებთ და მის დამტირებელსაც იქვე იმეტებთ უარესისთვის!

ვერ გთხოვთ, ღმერთის გეშინოდეთ-თქო, თქვენ არც მისი გწამთ, მაგრამ ბუმერანგზე იფიქრეთ, ყველა საქციელი და სიტყვა უკან ბრუნდება!!!

მახინჯი სულის პატრონები ხართ, სხვა არაფერი!

ღმერთო, გთხოვ, არ მიგვატოვო! საქართველო ვერ გახდება ქვეყანა, სადაც ქართველები ერთმანეთს სიკვდილს უსურვებენ!“, - წერს ნინი ქარსელაძე. 

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, ის აქტიურია სოციალურ ქსელებში და საკუთარი ცხოვრების შესახებ სიახლეებს სწორედ ამ გზით უზიარებს გულშემატკივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როცა სხვის შეცვლას ვცდილობთ, ხშირად შეუმჩნევლად ვკარგავთ საკუთარ ენერგიას, ვარდებით იმედგაცრუებაში...“ - რას წერს მაგდა კოტრიკაძე

„მენატრები გიჟივით და მადლობა, რომ სულ ჩემთან ხარ“ - ზურა ბერიკაშვილს დისშვილი იხსენებს

„ფულადი კეთილდღეობის არხს ვხსნით...“ - როდის შევიჭრათ თმა მთვარის კალენდრის მიხედვით?