Digest Logo

„ღმერთო, მაჩუქე მასზე უკეთესი, თუ მასზე უკეთესი შესაძლებელია და ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება...“ - რა სურვილი აქვს იუნა შაფათავას დაბადების დღეზე?

1679897485
იუნა შაფათავა

27 მარტს მსახიობ იუნა შაფათავას დაბადების დღეა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სურვილი აქვს...

„აი, ხომ არასოდეს, არასოდეს მნდომებია და მითქვამს ეს ხმამაღლა, მაგრამ ეს არის ჩემი წლევანდელი 27 მარტის დაბადების დღის სურვილი: „ერთ დღეს შენ გაიღვიძებ დილის 11:30-ზე შენი ცხოვრების სიყვარულთან ერთად, თქვენ მოიმზადებთ ყავას, ბლინჩიკებს და ყველაფერი კარგად იქნება“.

მე კიდევ ისე მკაფიოდ წარმოვიდგინე, როგორ ვადუღებ ჯეზბაში ყავას და ვამზადებ ჩემი ლავანდის ბლინჩიკებს, როგორ ანათებს ფანჯარაში დილის მზე, შაბათია და არსად გვეჩქარება, როგორ მიყურებს შეყვარებული თვალებით და რა ბედნიერებით სავსე ვარ მე, რომ ჩემს გვერდითაა... ჩემი ლავანდის ბლინჩიკები, ცაცხვის სოუსით, ყველას რომ ასე მოსწონს და ვიცი კიდევაც, ვის მინდა მოვუმზადო - რეპეტიცია უკვე რამდენჯერ გავიარე და დავბრაკე ისინი, უბრალო გამვლელებად რომ იქცნენ…

მაგრამ თუ ეს ის არის, ღმერთო, ვინც მე ასე გულით მსურს, გამაბედნიერე, და თუ ეს ის არ არის, ვინც მე ასე მთელი სულით მიყვარს, მაჩუქე მასზე უკეთესი, თუ მასზე უკეთესი შესაძლებელია და ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნება დედამიწაზე ამინ! ამინ! ამინ!“, - წერს შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 კურიერმა ქუჩაში ძვირად ღირებული ტელეფონი იპოვა - ნახეთ, რა რეაქცია ჰქონდა მობილურის მფლობელს

🔘„დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ“ - თათია სამხარაძის საგანგებო განცხადება

🔘„არაპოპულარულ რამეს დავწერ... ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, მაგრამ სექსუალური შევიწროებას მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ“ - რას წერს ჟურნალისტი