მას შემდეგ რაც წმინდა სინოდმა პატრიარქს მიმართა, რათა დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას მღვდელთმსახურება აუკრძალოს, პეტრე კვარაცხელია პერიოდულად სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
ამჯერად ყოფილმა სასულიერო პირმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე ისაუბრა და მას აფიორა უწოდა.
„ღვთაებრივი ცეცხლი, ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს არის დოკუმენტებზე, წყაროებზე ინტერვიუებზე დაყრდნობით - ყველაზე დიდი რელიგიური აფიორაა, ყველაზე დიდი რელიგიური სიცრუე და ტყუილია. არანაირი ღვთაებრივი ცეცხლი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ღვთაებრივ ცეცხლთან დაკავშირებული რიტუალი“, - ამბობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში პეტრე კვარაცხელია.
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პეტრე კვარაცხელიას ვიდეოს ეხმაურება:
„ახლა გახდა ცეცხლის გადმოსვლა აფიორა? ამდენი წელი რომ გვალოცინა, გვათაყვანა და გვამოწიწა - ანუ გვაბოლებდა და ახლა, რაკი აღარაა მამაო - გაამხილა „სიმართლე”? კარგი რა.
გილოცავთ წმინდა ცეცხლის გადმოსვლას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - წერს გურამ შეროზია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავთ ყველაზე საოცარ დღეს...ღმერთის წყალობით ბევრი რამ შევძელით“ - რუსკა ქარქაშაძე
⭕„საით წახვედი მამაჩემო?... რატომ არ დამხვდი იქ...საათს დავხედე და მაშინ მივხვდი - დამაგვიანდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე