Digest Logo

„ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერეც მსგავსი სინანული არავისგან მიგრძნია“ - რას იხსენებს პეტრე კოლხი

1726860881
პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი, იგივე პეტრე კვარაცხელია წლების წინ შესწრებულ ამბავს იხსენებს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მოდელს კესარია აბრამიძეს უკავშირდება.

„წლების წინ, მაშინ სვეტიცხოველში ვიყავი. ზამთრის პირი და მოღუშული დღე იდგა. ვფიქრობ, საშობაო მარხვა დაწყებული იყო. მომლოცველებიც იშვიათად გამოჩნდებოდნენ. ტაძარში, ჯვარცმასთან ახლოს მდგარ სკამზე ვიჯექი და მცირე პანაშვიდისთვის ვემზადებოდი. უმწეო ადამიანის ქვითინი ჩამესმა, რომელიც ხმაურიან ტირილში გადაიზარდა. წამოვდექი, იქნებ შველა უნდა - მეთქი, გავიფიქრე.

ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერეც მსგავსი სინანული არავისგან მიგრძნია…

დანარჩენი ღმერთმა იცის!..“, - წერს პეტრე კოლხი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე გარდაიცვალა

🎥 „იმდენად თავმოყვარე იყო, სანამ არ დაშორდა, მანამდე არ გაგვაგებინა ძალადობის მსხვერპლი რომ იყო... მერე მალავდა და ამართლებდა“ - თამუნა მუსერიძე

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება“ - მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძეზე