Digest Logo

🎥 „იმდენად თავმოყვარე იყო, სანამ არ დაშორდა, მანამდე არ გაგვაგებინა ძალადობის მსხვერპლი რომ იყო... მერე მალავდა და ამართლებდა“ - თამუნა მუსერიძე

1726848079
კესარია აბრამიძე

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დაღუპული მუდმივად შანტაჟის ობიექტი იყო.

„ბოლომდე გაუფრთხილდა იმ მხეცს ჩემი გოგო. ბოლომდე უნახა ნამუსი, ბოლომდე უწმინდა ნაგავი, ვერ გაწირა, ვერ უჩივლა, ვერ დააჭერინა.

იმდენად თავმოყვარე იყო, სანამ არ დაშორდა, მანამდე არ გაგვაგებინა ძალადობის მსხვერპლი რომ იყო. რომ შეურიგდა, მერე მალავდა და ამართლებდა. არ გვიყვებოდა რა დღეშიც აგდებდა.

ერთხელ საქართველოდან გაექცა და მაინც დაიბრუნა იმ ავაზაკმა. მერე ისევ დაშორდნენ და ბოლოს ყველაზე სუსტ წერტილზე დააბიჯა. მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვო, მოემზადე, ჩვენი ფოტოც დადეო. დღეს კესო აღარ გვყავს. ჩვენთვის აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ თქვენ მაინც იცოდეთ, როგორ თავდავიწყებით უყვარდა მანიაკი და როგორ გაუფრთხილდა ბოლო ამოსუნთქვამდე“, - წერს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება“ - მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძეზე

„მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში, ასეთი მხეცისგან პირისპირ მდგომმა და ჩემი მშველელი არავინ იყო“ - თამუნია მექერიშვილი კესარია აბრამიძეზე

„ძლიერი და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა და მიკვირს, როგორ ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე, თან უკვე ჰქონდა ამის გამოცდილება ამ ბიჭთან“ - ნატა გულიაშვილი