
ლევან ვასაძეს შვილი, თათა ვასაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. თათა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მას გოგონა ეყოლა, რომელსაც ნინა დაარქვეს.
ამჯერად თათა საკუთარ გვერდზე გამომწერების კითხვებს პასუხობს.
„როგორ გადაწყვიტე ასეთ პატარა ასაკში ოჯახის შექმნა და დედობა?“ - ეკითხება ერთ-ერთი გამომწერი
- თათამ განმარტა, რომ მისთვის ეს ნაადრევი ქორწინება არ ყოფილა.
„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა, ყველას თავისი „სწორი" ასაკი აქვს ოჯახისთვის. მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამაზე. ყველას ვუსურვებ იმის პოვნას, რასაც ეძებს".
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აბა, რას იტყვით, ვგავარ?“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს