
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში იმყოფებიან და იქ ოჯახთან ერთად ისვენებენ. ჯანეტი და ნოე საზოგადოებას პერიოდულად უზიარებენ საჯარო ცხოვრების ნაწილს. წყვილმა ამჯერად სოციალურ ქსელში თურქეთში მოგზაურობის ოჯახური კადრები გამოაქვეყნა, რამაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა:
„ულამაზესი წყვილი ხართ, იხარეთ და იბედნიერეთ თქვენ ანგელოზებთან ერთად“,
„ძალიან მიყვარხართ, საოცრად ლამაზი წყვილი ხართ, თქვენი ულამაზესი შვილებით“,
„დაგლოცოთ უფალმა ასი წელი, ერთმანეთის საიმედოდ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ჯანეტისა და ნოეს წყვილი 2019 წელს დაქორწინდა. მას შემდეგ მათი ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ცხადია, ისინი ცდილობენ საკუთარი სივრცის დაცვას და თან, საჯარო ცხოვრების შერწყმასაც.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 33 წელი გავიდა
⭕ „ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობა ზუუგდიდში