Digest Logo

🎥 გიგი ქათამაძემ 3 დღე კუბოში იცხოვრა - იუთუბერის დაუჯერებელი და შოკის მომგვრელი ექსპერიმენტი

1749228491
გიგი ქათამაძე

10-დღიანი შიმშილი, 5 დღე სიბნელეში და ამჯერად მიწაში რამდენიმე დღის გატარება - ეს ის აქტივობებია, რომელსაც ქართველი იუთუბერი და ბლოგერი გიგი ქათამაძე სთავაზობს საზოგადოებას.

იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. ასევე ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს.

ამჟამად მას იუთუბიზე 144 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა ამას გარდა გიგი ქათამაძე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც აქტიურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რამდენიმე კვირის გიგიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჰყვებოდა, რომ რამდენიმე დღის გატარებას მიწის ქვეშ აპირებდა.

როგორც თავად აღნიშნა ამ აქტივობის გაკეთებას ჯერ სატესტოდ აპირებს და შემდეგ ეცდება მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული იუთუბერის, „მისტერ ბისტის“ რეკორდი მოხსნას და მიწაში 10 დღე გაატაროს. 

მან კი youtube-ზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით - „3 დღე კუბოში.“ 

კადრები, რომელსაც ვიდეოში ნახავთ დაუჯერებელია. 

მასთან იმყოფებოდა მისი მეგობარი, რომელიც 3 დღის განმავლობაში გიგისთან ერთად იყო ლაივ რეჟიმში კამერით, მას ასევე ესტუმრა საფლავზე მეგობრებიც.

იუთუბერი აპირებს 8 დღე გაატაროს კუბოში - ვნახოთ როგორი იქნება მისი შემდეგი ექსპერიმენტი, იქამდე კი ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი“  - რას წერს თათია შარანგია

🎥 „ეს ჩვენი მეშვიდე ზაფხულია ერთად და ეს ზუსტად ისაა, რაც ოდესღაც მინდოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი

⭕„ყველაზე რთული წონის კლება დასრულებულია და მზად ვარ ბრძოლისთვის“ - მერაბ დვალიშვილი