Digest Logo

„ყველაზე რთული წონის კლება დასრულებულია და მზად ვარ ბრძოლისთვის“ - მერაბ დვალიშვილი

1749223257
 მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო’მალის დაპირისპირება UFC 316-ის მთავარი ბრძოლაა, რომელიც 2025 წლის 7 ივნისს ნიუ ჯერსიში გაიმართება. (თბილისის დროით 8 ივნისს.)

ეს ბრძოლა მათი მეორე შეხვედრაა: პირველი დაპირისპირება 2024 წლის სექტემბერში, UFC 306-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ო’მალი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა.

მერაბ The Machine დვალიშვილი, ცნობილია თავისი გამძლეობით, ჭიდაობის უნარებით და UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თეიქდაუნით (92).

ამჯერად, მერაბი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ყველაზე რთული წონის კლება დასრულებულია.

„ყველაზე რთული წონის კლება დასრულებულია და მზად ვარ ხვალინდელი ბრძოლისთვის“, - წერს მერაბ დვალიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეუდარებელი ქალი ხარ“ - სალომე ღვინიაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები და დახვეწილი სტილი

⭕ „მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი“  - რას წერს თათია შარანგია

🎥 „სადაც შენ ხარ, იქ სხვამ ვერ უნდა იმეფოს!“ - ლაშა ბექაური ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება