
ტელეწამყვანმა გიორგი ჯაჯანიძემ სოციალურ ქსელში მორიგი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ადამიანური ურთიერთობების, ღირებულებების და განცდების შესახებ წერს.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ, მით უფრო დიდი წარმატება გაქვს.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი ხარ სინამდვილეში, როგორია შენი ბუნება, ხასიათი, ფიქრები, სურვილები, ქცევები, დამოკიდებულებები.
საბოლოო ჯამში, ისე იქნება ყველაფერი, როგორიც ხარ. თუ კი ერთი ადამიანი მაინც გძულს, მაშინ შენ სამყაროსგან ენერგიას ვერ მიიღებ.
თუ ადამიანმა გაწყენინა, გატკინა, ზიანი მოგაყენა, ჩამოშორდი, განეშორე, გაუშვი ყოველგვარი ემოციების გარეშე, მერე აპატიე და დაკარგე.
ზიზღით და სიძულვილით სასიცოცხლო ენერგიას კარგავ. ამ დროს სამყაროსთან კონტაქტს კარგავ და აძლიერებ იმას, ვინც გეზიზღება ან ვერ იტან, თუ ასეთი ადამიანი ბევრია ჩათვალეთ რომ სავალალო მდგომარეობა გაქვს.
გიკვირთ სხვისი წარმატება? იმას მიეცა და მე რატომ არაო, საკუთარ თავში იპოვე მიზეზი, რატომ არ მოგეცა ის, რაზედაც ოცნებობდი.
მოგეცემა ის, რაც სხვისთვის გინდოდა. თუ შენ იდეალურად იქცევი, მაგრამ გული ბოღმით გაქვს სავსე, დაგენგრევა რაც მანამდე აშენე. გული არ იღებს სიყალბეს, გული მომავალს აშენებს.
ყველაზე საშიში, რაც ადამიანს აბრკოლებს, არის, თუ ხარ გულღძო. და საოცარება, გულღრძო ვერ გრძნობს რომ გულღრძოა, როგორც შურიანმა და ბოროტმა არ იცის შურიანი და ბოროტი რომ არის.
თუ არ შეგწევს პატიების უნარი, მიტევება სისუსტედ მიგაჩნია, მაშინ ცხოვრებაზე და ადამიანებზე გული ნუ დაგწყდება, ეს არის გზა წარუმატებლობისკენ. როცა პატიების უნარი გაქვს, სურათი იცვლება.
ბედნიერებაა როცა ხვდები საკუთარ დანაშაულს, ბედნიერებაა აღიარო შეცდომა, მოიხადო ბოდიში და ითხოვო პატიება. ისე რა არის ცხოვრება, წინ გიდევს ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებას ჭრდება და ვერ ხედავ. წინ გიდგას ადამიანი ვინც შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სხვას ეძებ.
კარგად შეაფასე და დააფასე მოვლენები, ღმერთის არსებობას საკუთარ თავზე ნუ მოირგებ.
ღმერთი არც გვსჯის და არც გვცდის.
რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ, მით უფრო დიდი წარმატება გაქვს. სიყვარული აძლიერებს ადამიანს.
ყველამ გამომიყენაო, აგრესიაშია ადამიანი.
რატომ გამოაყენებინე თავი, რას ელოდი მათგან? რატომ არ ხარ წინდახედული? ნუღარ დარდობ, გამოგიყენეს და სამომავლოდ ისწავლე ჭკუა. ეს ადამიანთა მოდგმის ხელწერაა.
მე შემიძლია თამამად ვთქვა, გამომიყენეთ! (ჭკვიანურად) მეც გამოგიყენებთ! (ჭკვიანურად)
ასე გამოვადგებით ერთმანეთს.
მე არასოდეს არ ვამბობ ადამიანზე, რომ უმადურია, რომ დაუნახავია, იმიტომ, რომ უმალ ღმერთმა დაინახა რა გავაკეთე.
მე ვარ მადლიერი, რომ მათ მომცეს სიკეთის კეთების საშუალება. მადლობა თქვენ ყველას მაქებარნო და მოძულენო.
ჩვენ ყველა ერთ გზაზე ვადგავართ, მდიდარიც და ღარიბიც, წარმატებულიც და წარუმატებელიც.
საჭმელებში ყველაზე მეტად მიყვარს სუპი, იქ ბევრი ინგრედიენტია შეზავებული. ამიტომ მიყვარხარ შენ, მრავალფეროვანი, მრავლისმეტყველი, ლამაზი და გემრიელი რომ ხარ“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედული ადამიანი ხართ?
⭕„აგვისტოს ეს წუთები არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან“ - შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე
🎥 „ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ“ - ლინდა კიკოლაშვილი დაბადების დღიდან კადრებს აქვეყნებს