
ნიჭიერი ახალგაზრდა მოცეკვავე და შემოქმედი თეონა მუსელიანი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად ახლობლები იუნგის სარკომას ასახელებენ - რაც, მწვავე და მძიმე ონკოლოგიური დაავადებაა.
ახალგაზრდა მოცეკვავის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი:
„ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, თეონა მუსელიანის (1990-2025) გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას.
ულამაზესი მოცეკვავე სოციალური ქსელიდან გაიცნო საქართველომ.
მას დაუდგინდა იშვიათი სახეობის იუნგის სარკომა.
ოპერაციამ და ქიმიურმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო. თითქმის მთელი საქართველო უგროვებდა თეონას საზღვარგარეთ სამკურნალო თანხას.
სამწუხაროდ, ყველაფერი იყო ამაო“, - წერს ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გუშინწინ დაბადების დღე ჰქონდა...“ - ცნობილია ისანში მოკლული კაცის ვინაობა