მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს და პედაგოგებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ეს არის სიახლის, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღების საუკეთესო პერიოდი და გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.
მსურს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ჩვენს პირველკლასელებსა და პირველკურსელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.
სწორედ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ქვეყნის ღირსეული მომავალი. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ მათ, შევუქმნათ შესაფერისი პირობები და გარემო, რათა შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება.
გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული,“ - წერს ზურა ხაჩიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 კლასელების შეხვედრა 50 წლის შემდეგ - დაბრუნება სკოლაში, იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო
🎥 „შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი“ - როლანდ ოქროპირიძის ბრწყინვალე შესრულება