Digest Logo

გიორგი გამსახურდია კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ ,,იმედის" ჟურნალისტების სიაზე: ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე, როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს, ის ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ „ოპოზიციის" აზრს - განცხადების ავტორებს მინდა ვუთხრა, „ტიტუშკები“ რუსულ ფულთან ერთად, თქვენს ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ

1733670954
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია

„ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე, როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ „ოპოზიციის“ აზრს“, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ ,,იმედის" ჟურნალისტების სიის გამოქვეყნებას.

„ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ "ოპოზიციის" აზრს. რაც შეეხება კონტენტს, არის მათ ჩვეულ სტილში და დასაგმობია, როგორც წუხანდელი ძალადობა. ამ ძალადობრივი განცხადების ავტორებს მინდა კიდევ ვუთხრა, აქ ჩამოთვლილი ადამიანების ერთი თმის ღერადაც არ ღირხართ მთელი თქვენი ამფსონებიანად. თქვენი ბულინგი ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებს. „ტიტუშკები“ და რუსის გარეწრები, რუსულ ფულთან ერთად, თქვენ ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

ირაკლი კობახიძე: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება

პრემიერი: გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა

⭕ირაკლი კობახიძე: მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე,