Digest Logo

🎥 გიორგი გასვიანი გადაცემა „იმედის დღის“ თანაწამყვანი გახდა - „მიხარია, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში ვარ“

1788846654
გიორგი გასვიანი

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გადაცემა „იმედის დღის“ გუნდს შეუერთდა და მაყურებელი მას ყოველ დღე, პირდაპირ ეთერში იხილავს. 

გიორგის პირველი ეთერი 7 სექტემბერს ჰქონდა, რომელიც ტელეწამყვანებთან გიორგი კალანდიასა და ეკო ფანგანთან ერთად წაიყვანა:

„გვაქვს განახლებული სტუდია და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი თანაწამყვანი, გიორგი გასვიანი შემოუერთდა ჩვენს გუნდს. 

კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან, სტუდიაში როგორც თანაწამყვანი“, - მიმართა ეკო ფანგანმა ახალ თანაწამყვანს.

გიორგი გასვიანმაც აღნიშნა, რომ უხარია პროფესიონალთა გუნდთან შეერთება.

„ძალიან მიხარია, რომ ასეთ შეკრულ, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში ვარ. დიდი მადლობა თქვენ, ასეთი მიღებისთვის“, - თქვა გიორგი გასვიანმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ფერის და დიზაინის მანიკიური უნდა გაიკეთოთ სექტემბერში, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოიზიდოთ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„მნიშვნელოვანია ემოციური რეაქციის მართვა, არ დარჩეთ მხოლოდ ფიქრისა და დაგეგმვის ეტაპზე“ - 8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი