Digest Logo

გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, დიდი დანაკარგია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის“

1778235538
გიორგი კალანდია

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი ცნობით, გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი ისტორიკოსი, ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტი ავთანდილ თორდია.

კალანდიას ინფორმაციით, ისტორიკოსი ვერაგ დაავადებას ებრძოდა.

„საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების სახელით, ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებას უნდა მივუსამძიმრო გამორჩეული ქართველი ისტორიკოსის, ისტორიული გეოგრაფიის უბადლო სპეციალისტის ავთანდილ თორდიას გარდაცვალება. ბატონი ავთანდილი იყო სულით-ხორცამდე ინტელიგენტი, უხმაურო, მოკრძალებული და საოცრად კეთილშობილი ადამიანი.

იგი ერთი პერიოდი ძალიან ღირსეულად და ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ მუზეუმის კოლექციებს შემორჩა ავთანდილ თორდიას მიერ ხელით შექმნილი ეგრისის, ლაზიკის, ოდიშის სამთავროს და ზოგადად მთელი დასავლეთ საქართველოს უნიკალური რუკები (ფოტოები ავტვირთე საგანგებოდ), რუკები რომლებზეც შესულია დასახლებული პუნქტების უძველესი ტოპონიმები.

ავთანდილ თორდიამ მომავალ თაობებს დაუტოვა ბრწყინვალე სამეცნიერო მონოგრაფია „დადიანები“, სადაც გამოიკვლია ამ უძველესი საგვარეულოს წარმომავლობა, დაადგინა ქრონოლოგიები და შეისწავლა მანამდე უცნობი ბევრი საკითხი, პროფესორი ავთანდილ თორდია ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში, დღენიადაგ იყო ზუგდიდის დადიანების სასახლეების ქომაგი, აქაურ თანამშრომელთა ნამდვილი მეგობარი, ყველა ჩვენგანის თანამდგომი და ბევრი სასიკეთო რჩევის ავტორი... ის ვერაგ დაავადებას ებრძოდა დიდხანს, უხმაუროდ, ამ უხმაურობაში ჩანდა მისი განსაკუთრებული ხასიათიც და ქრისტიანული ბუნებაც.

ავთანდილის ამ ქვეყნიდან წასვლა დიდი დანაკარგია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის“, - წერს გიორგი კალანდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც ღიაა სიახლეებისთვის, აფასებს მეგობრობას და არ ეშინია იყოს განსხვავებული“ - 8 მაისის კოსმოსური ამბები

⭕რით მოხიბლეს ერთმანეთი ბუბა ჭოღოშვილმა და თინათინ წულაძემ? - ცნობილი წყვილის სიყვარულის ისტორია

🎥 „გეგმაში მქონდა, სხვისთვის გამეცნო“ - როგორ გაიცნო თინათინ წულაძემ და ბუბა ჭოღოშვილმა ერთმანეთი? წყვილი პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა