
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილისა და მისი აგენტის ფოტოს გვიზიარებს, საიდანაც ვიგებთ რომ ისინი „ლივერპულში“ გაემგზავრნენ.
„PHOTO EXCLUSIVE: გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულისკენ“ მიმავალ გზაზე.
გიორგი მამარდაშვილი ამ წუთებში „ლივერპულის“ მიერ გაგზავნილი პირადი ჯეტით აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად ინგლისში მიემგზავრება“,- წერს Geo Team-ი.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „ვალენსიასგან“ ქართველი მეკარე, გასული წლის აგვისტოში შეიძინა. მანამდე იგი „ვალენსიაში“ იჯარის წესით იმყოფებოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა მოუვა შენ ორგანიზმს 30 დღეში, თუ ყოველ დღე ცივ შხაპს მიიღებ? - კოტე თოდუას რჩევები
🎥 „მგონია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში...“ - ჯაბა კილაძე პროფესიაზე